Saturday, April 9, 2016

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - პატარა პრინცი

 ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

გვერდების რაოდენობა: 51

ანა ფრანკი - ანა ფრანკის დღიური

   ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“ — ებრაელი გოგონა ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის მანძილზე ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჩანაწერები მამამისს, ოტო ფრანკს გადაეცა, რომელიც იყო ერთადერთი ებრაელი ვინც გადაიტანა ის ომი. 
გვერდების რაოდენობა: 161

ჯორჯ ორეული - 1984

   XX საუკუნის ერთერთმა უდიდესმა რომანმა, 1984, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. ჯორჯ ორუელი თავისი დროის პოლიტიკური მწერალი იყო. მას სძულდა ტოტალიტარიზმი, კრიტიკული თვალით უყურებდა კომუნიზმს და ემხრობოდა სოციალიზმს. ვერ იტანდა ინტელექტუალებს, თუმცა თვითონ ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. სძულდა პირმოთნეობა და სისასტიკე ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც. 1984 - გამაოგნებელი ძალმოსილების ორიგინალური რომანი - დღემდე თანამედროვე კლასიკისა და ე.წ. „ნეგატიური უტოპიის“ დიდ ნიმუშად რჩება. მასში აღწერილი წარმოსახვითი სამყარო დამაჯერებელია პირველიდან უკანასკნელ ბწკარამდე.

გვერდების რაოდენობა: 211
ნახვა/გადმოწერა - PDF